ავტორიზაცია

ბრაზილიელმა მოდელმა ბიანკარდიმ ნეიმართან ურთიერთობის დასრულების შესახებ გამოაცხადა

ბრაზილიელმა მოდელმა ბიანკარდიმ ნეიმართან ურთიერთობის დასრულების შესახებ გამოაცხადა
თარიღი 29 Nov 2023, 12:49
ბრაზილიელმა მოდელმა და ბლოგერმა ბრუნა ბიანკარდიმ განაცხადა, რომ ბრაზილიის ნაკრებისა და საუდის არაბეთის "ალ-ჰილალის" ფეხბურთელ ნეიმართან ურთიერთობა აღარ აქვს.

7 ოქტომბერს წყვილს ქალიშვილი შეეძინათ. 31 წლის ფეხბურთელს ყოფილ შეყვარებულ კაროლინა დანტასთან ვაჟიც ჰყავს.

„ამჟამად არავისთან არ მაქვს ურთიერთობა. ჩვენ ვართ მევის მშობლები და ეს არის ყველაფერი, რაც გვაკავშირებს“, - დაწერა გოგონამ სოციალურ ქსელში.