ავტორიზაცია

ბრაზილიის ნაკრებში 1993 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოიძახეს

ბრაზილიის ნაკრებში 1993 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოიძახეს
თარიღი 06 Nov 2023, 22:41
მადრიდის „რეალის“ საკუთრებაში მყოფი 17 წლის ბრაზილიელი ფორვარდი ენდრიკი ნაკრებში გამოიძახეს.

„პალმეირასში“ კარგი თამაშის ფონზე ფეხბურთელს ძირითად ნაკრებში უხმეს, რის გამოც ის რონალდოს შემდეგ ნაკრებში გამოძახებული ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

ენდრიკი „რეალმა“ რამდენიმე თვის წინ შეიძინა და ის 18 წლამდე „პალმეირასში“ დარჩება, ანუ 2024 წლის ზაფხულიდან მადრიდულ გრანდს შეუერთდება.

„ენდრიკს აქვს პოტენციალი რომ ტოპ-ფეხბურთელი გახდეს, მისი გამოძახება - ჯილდო და წახალისებაა იმის აღსანიშნავად, თუ რა შეუძლია რომ ეს ფეხბურთელი დადგეს.“ - აღნიშნა ნაკრების მწვრთნელმა ფერნანდო დინიზმა.