ავტორიზაცია

BREAKING: დე ლაურენტისისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს - კლუბმა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი დაასახელა

BREAKING:  დე ლაურენტისისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს - კლუბმა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი დაასახელა
თარიღი 09 აპრ 2024, 13:56
ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა "ნაპოლი" ზაფხულში დატოვოს. ამის შესახებ Il Mattino იტყობინება.

იტალიური მედიის ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტისთვის აურელიო დე ლაურენტისისთვის გუნდში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს. 

იმ შემთხვევაში თუ კლუბი სათანადო წინადადებას მიიღებს, მზად იქნება ვიქტორ ოსიმენთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიასაც შეელიოს.  

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ გარიგება მარტივი არ იქნება, რადგან დე ლაურენტისმა კვარას ფასი უკვე დაადო. ეს თანხა კი 100 მილიონ ევროს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ "ნაპოლი" და ფეხბურთელის მხარე სეზონის ბოლოს კონტრაქტის გახანგრძლივების ვარიანტს განიხილავენ. ამან შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შეიტანოს.

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 28 მატჩში 10 გოლი და 5 საგოლე პასი გააკეთა.