ავტორიზაცია

BREAKING: პარი სენ-ჟერმენი ხვიჩა კვარაცხელიას შეძენითაა დაინტერესებული

BREAKING: პარი სენ-ჟერმენი ხვიჩა კვარაცხელიას შეძენითაა დაინტერესებული
თარიღი 10 მაი 2024, 10:54
"ნაპოლის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა კარიერა "პარი სენ-ჟერმენში" გააგრძელოს. 

ჟურნალისტ ფაბრის ჰოკინსის განახლებული მონაცემებით, 23 წლის მოთამაშს "პსჟ" პრიორიტეტულ სამიზნედ მიიჩნევს. 

პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ქართველი შემტევის გარემოცვას უკვე შეხვდა.

წყაროს ცნობით, თავად ფეხბურთელიც დაინტერესებულია ტრანსფერით, თუმცა "ნაპოლისთან" შეთანხმება ჯერ არ არის. 

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ნეაპოლიტანელთა შემადგენლობაში 42 მატჩი ჩაატარა ათი გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.