ავტორიზაცია

კარერა: "ხვიჩა ევრო 2024-ის ერთ-ერთი ვარსკვლავი იქნება"

კარერა: "ხვიჩა ევრო 2024-ის ერთ-ერთი ვარსკვლავი იქნება"
თარიღი 28 მარ 2024, 11:56
იტალიელმა სპეციალისტმა მასიმო კარერამ საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" თავდამსხმელის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 

„საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა. ვფიქრობ, ხვიჩა ევრო 2024-ის ერთ-ერთი ვარსკვლავი იქნება. ეს დიდი მოთამაშეა“, - თქვა კარერამ. 

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში მიმდინარე წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. 

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ითამაშებს.