ავტორიზაცია

დანი ალვეში ფეხბურთში დაბრუნებას აპირებს

დანი ალვეში ფეხბურთში დაბრუნებას აპირებს
თარიღი 09 აპრ 2024, 15:32
ბრაზილიის ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი დანი ალვეში ფეხბურთში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ El Pais-ი იტყობინება. 

წყაროს ცნობით, ბრაზილიელი დარწმუნებულია, რომ ფეხბურთით ფულის შოვნა ჯერ კიდევ შეუძლია და ამის შესახებ თავის გარემოცვას განუცხადა. 

ალვეში ფიქრობს, რომ სასამართლოს ამბების ჩავლის შემდეგ, მისი იმიჯი სუფთა იქნება. 

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელს რომელსაც სექსუალური ძალადობისთვის 4.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ციხიდან 1-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გამოვიდა.

ალვეშის პროფესიულ კარიერაში ბოლო კლუბი მექსიკური "პუმასი" იყო.