ავტორიზაცია

დე ლიხტი: "მსაჯმა მითხრა, რომ შეცდომა დაუშვა და ბოდიში მომიხადა"

დე ლიხტი: "მსაჯმა მითხრა, რომ შეცდომა დაუშვა და ბოდიში მომიხადა"
თარიღი 09 მაი 2024, 10:48
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, რეალმა ბაიერნი დრამატულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში (4-3) ფინალში გავიდა.

შეხვედრის მიწურულს გვერდითა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, რის გამოც დე ლიხტის გოლი არ ჩაითვალა - გამეორებაზე კი არ კარგად არ გამოჩნდა რეალურად იყო თუ არა თამაშგარე. მატჩის შემდეგ, ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.

"გვერდითა მსაჯმა მითხრა, რომ შეცდომა დაუშვა და ბოდიში მომიხადა. არ მინდა ვთქვა, რომ რეალს ყოველთვის მსაჯები ეხმარებიან, თუმცა, დღეს რეფერის გადაწყვეტილებამ ნამდვილად იქონია მატჩზე გავლენა" - განაცხადა მატიას დე ლიხტმა.