ავტორიზაცია

დიდი სენსაცია: არველაძის კარაგუმრუკმა გალათასარაი დაამარცხა და თასის ნახევარფინალშია!

დიდი სენსაცია: არველაძის კარაგუმრუკმა გალათასარაი დაამარცხა და თასის ნახევარფინალშია!
თარიღი 01 მარ 2024, 00:12
შოთა არველაძის "კარაგუმრუკმა" თურქეთის თასის მეოთხედფინალში სენსაციურად "გალათასარაი" 0:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გააღწია.

"კარაგუმრუკი" მე-6 წუთზე მარკაომ დააწინაურა, მეორე ტაიმში მატჩის საბოლოო ანგარიში 84-ე წუთზე მენდესირიმ დააფიქსირა.

არველაძის გუნდი თურქეთის თასის ნახევარფინალში "ტრაბზონსპორს" დაუპირისპირდება.