ავტორიზაცია

დორტმუნდმა პსჟ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა

დორტმუნდმა პსჟ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა
თარიღი 08 მაი 2024, 00:52
ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია - ტიტულისთვის დორტმუნდის ბორუსია იბრძოლებს.

1/2 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, გერმანულმა კლუბმა პსჟ გასვლაზე მინიმალური სხვაობით, 0-1 დაამარცხა - ერთადერთი გოლი 50-ე წუთზე მატს ჰუმელსმა გაიტანა. დორტმუნდმა პსჟ-ს ორი მატჩის ჯამში 2-0 მოუგო.

დორტმუნდის მეტოქე ფინალში ხვალ, რეალსა და ბაიერნს შორის დაპირისპირებაში გაირკვევა, რომელიც თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი მიუნხენში ფრედ, 2-2 დასრულდა.