ავტორიზაცია

"ძალიან განვიცდით, რაც მოუვიდა" - კიტეიშვილი ოპერაციას ხვალ გაიკეთებს

"ძალიან განვიცდით, რაც მოუვიდა" - კიტეიშვილი ოპერაციას ხვალ გაიკეთებს
თარიღი 01 Oct 2021, 14:36

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო და 2021 წელს მოედანზე გასვლას ვეღარ შეძლებს.

ამის შესახებ Goal.Ge-მ უკვე გაცნობათ და დავწერეთ, რომ კოჭთან არსებული მყესის გაწყვეტის გამო ფეხბურთელი ხანგრძლივი პერიოდით იუქმებს.

გრაცის შტურმის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელი დაზიანებულ ადგილას ოპერაციას ხვალვე, შაბათს გაიკეთებს.
"ოთარი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძალაა და ძალიან განვიცდით, რაც მოუვიდა. ვიმედოვნებთ, ოპერაცია კარგად ჩაივლის და ის მალე დაგვიბრუნდება," - განაცხადა შტურმის სპორტულმა დირექტორმა, ანდრეას შიკერმა.

ოთარ კიტეიშვილი მიმდინარე სეზონში კარიერის ერთ-ერთ გამორჩეულ სეზონს ატარებდა. შტურმის ნახევარმცველმა 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.