ავტორიზაცია

ენდრიკი ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში მეოთხე ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია

ენდრიკი ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში მეოთხე ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია
თარიღი 18 Nov 2023, 10:07
ბრაზილიის ნაკრებში "პალმეირასის" თავდამსხმელმა ენდრიკმა დებიუტი შეასრულა.

17 წლის ფეხბურთელლმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში კოლუმბიასთან ითამაშა, რომელიც ბრაზილიელთა მარცხით (1:2) დასრულდა.

ენდიკი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან 82-ე წუთზე ჩაერთო. 

მადრიდის "რეალის" მომავალი მფლობელობაში მყოფი ახალწვეული გახდა ბრაზილიის ნაკრების მეოთხე ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი: პელეს (16 წლის და 257 დღის, 1957), ედუს (16 წლის და 303 დღის, 1966) და კოუტინიოს (16 წლის და 364 დღის, 1960) შემდეგ.

სადებიუტო მატჩი დროს ენდრიკი 17 წლის და 182 დღის იყო. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ივლისში ახალგაზრდა ვარსკვლავი მადრიდის "რეალში" გადავა.