ავტორიზაცია

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ცნობილია

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ცნობილია
თარიღი 27 მარ 2024, 01:57
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველომ საბერძნეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა.

მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0-0 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4-2 დაამარცხა და ისტორია დაწერა.

ამგვარად, ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების ჯგუფური ეტაპის განრიგი გერმანიაში მომავალ ჩემპიონატზე. 

18 ივნისი: თურქეთი – საქართველო (დორტმუნდი); 

22 ივნისი: საქართველო – ჩეხეთი (ჰამბურგი); 

26 ივნისი: საქართველო – პორტუგალია (გელზენკირხენი).