ავტორიზაცია

ევროპის თასი კადეტთა შორის საქართველოში

ევროპის თასი კადეტთა შორის საქართველოში
თარიღი 26 აპრ 2024, 12:40
27-28 აპრილს თელავის სპორტის სასახლეში პირველად გაიმართება ევროპის თასი კადეტთა შორის, რომელიც ევროპის ძიუდოს კავშირის ეგიდით ტარდება და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში ჩასათვლელ ქულებს იძლევა. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 14 ქვეყნის 250-მდე წარმომადგენელი. მსგავსი რანგის შეჯიბრება საქართველოში მეორედ ტარდება. ევროპის თასი კადეტთა შორის პირველად 2023 წელს გორში ჩატარდა და ევროპის ძიუდოს კავშირის მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა.

26 აპრილს გაიმართება კენჭისყრა, რომლის დასულების შემდეგ გამოცხადდება შეჯიბრების წინასწარი შეხვედრების და ფინალური ბლოკის დაწყების დრო.

27 აპრილს გაიმართება შეხვედრები ვაჟებში -50კგ, -55კგ, -60კგ, -66კგ და გოგონებში -40კგ, -44კგ, -48კგ, -52კგ წონით კატეგორიებში. ხოლო 28 აპრილს ვაჟებში -73კგ, -81კგ, -90კგ და +90კგ და გოგონებში -57კგ, -63კგ, -70კგ, და +70კგ.