ავტორიზაცია

ფლორენტინო პერესი ელ კლასიკოს წინ ამ მატჩის მსაჯებს შეხვდა - სკანდალური ინფორმაცია ესპანეთში

ფლორენტინო პერესი ელ კლასიკოს წინ ამ მატჩის მსაჯებს შეხვდა  - სკანდალური ინფორმაცია ესპანეთში
თარიღი 24 აპრ 2024, 17:52
ლა ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას' შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

ეს მატჩი სკანდალური იმიტომ გამოდგა, რომ მსაჯმა "ბარსელონას" ერთ-ერთ მომენტში გოლი არ ჩათვალა, გულშემატკივრები და კატალონიელები თვლიან, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა.

მსაჯის ამ გადაწყვეტილებას "რეალის" პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის ფაქტორს უკავშირებენ. ამას ისიც დაემატა, რომ პერესი მატჩის წინ მსაჯებს შეხვდა, რამაც ეჭვები კიდევ უფრო გაზარდა.

შეხვედრაზე პერესთან ერთად ყოფილი მსაჯი კარლოს მეხიაც იყო, რომელიც სამსაჯო კარიერის დასრულების შემდეგ, მადრიდული კლუბის მრჩეველი გახდა.