ავტორიზაცია

ფოტო: რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო - საბერძნეთის მატჩს?

ფოტო: რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო - საბერძნეთის მატჩს?
თარიღი 28 მარ 2024, 14:34
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველომ საბერძნეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა.

მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0-0 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4-2 დაამარცხა და ისტორია დაწერა.

როგორც "კომუნიკაციების კომისია" იუწყება, საქართველო - საბერძნეთის საფეხბურთო მატჩს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში 1,061,767-მა გულშემატკივარმა უყურა.