ავტორიზაცია

ფოტო: სერხიო რამოსმა მერაბ დვალიშვილს საქართველოს ნაკრების წარმატება მიულოცა

ფოტო: სერხიო რამოსმა მერაბ დვალიშვილს საქართველოს ნაკრების წარმატება მიულოცა
თარიღი 28 მარ 2024, 12:03
მოგეხსენებათ, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს პენალტების სერიაში (4:2) აჯობა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების ამ წარმატებას UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

დვალიშვილის ფოტოს კი ლეგენდარული ესპანელი მცველი სერხიო რამოსი გამოეხმაურა და დვალიშვილს თავისი ქვეყნის წარმატება მიულოცა: "გილოცავ, ძმაო!"