ავტორიზაცია

გაბრიელ სიგუას სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა

გაბრიელ სიგუას სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა
თარიღი 28 მარ 2024, 19:53
ავტორიტეტულმა გერმანულმა სააგენტო Tranafermarkt-მა შვეიცარიის ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა.

ცვლილება საქართველოს ნაკრებისა და "ბაზელის" ნახევარმცველ გაბრიელ სიგუასაც შეეხო.

18 წლის ნახევარმცველის ფასი ერთი მილიონით გაიზარდა და ამჟამად, 2.5 მილინ ევროს შეადგენს.

სიგუამ შვეიცარიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა.