ავტორიზაცია

გალათასარაიმ მაურო იკარდი პსჟ-დან გამოისყიდა

გალათასარაიმ მაურო იკარდი პსჟ-დან გამოისყიდა
თარიღი 24 ივლ 2023, 00:09
არგენტინელი თავდამსხმელი მაურო იკარდი პსჟ-დან კარიერას თურქულ გალათასარაიში გააგრძელებს. 

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სტამბოლურ კლუბს იკარდის ტრანსფერი 10 მილიონი ევრო დაუჯდა. 

გასული სეზონი არგენტინელმა გალათასარაიში იჯარით გაატარა და თურქებმა ფეხბურთელის პსჟ-დან გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს. 

იკარდიმ, ისევე როგორც გუნდის სხვა ახალწვეულმა უილფრიდ ზაჰამ, გალათასარაისთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, 2026 წლის ივნისამდე.