ავტორიზაცია

გალათასარაიმ ნდომბელესთან პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა

გალათასარაიმ ნდომბელესთან პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა
თარიღი 01 აგვ 2023, 16:39
"ტოტენჰემის" ნახევარმცველი ტანგი ნდომბელე ახლოსაა "გალათასარაიში" გადასვლასთან. ამის შესახებ Fanatic-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, თურქული კლუბი 26 წლის ფრანგს პირადი კონტრაქტის პირობებს შეუთანხმდა. 

ამასთან, აღნიშნულია, რომ "ტოტენჰემ ჰოტსპურმა" უარყო "გალათასარაის" შეთავაზება 8 მილიონი ევროს ოდენობით და სურს მიიღოს მინიმუმ 10 მილიონი ევრო.

შეგახსენებთ, რომ ნდომბელემ გასული სეზონი იჯარით "ნაპოლიში" გაატარა. 

ნახევარმცველმა იტალიური კლუბის შემადგენლობაში 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.