ავტორიზაცია

გალათასარაიმ შესაძლოა პსჟ-ს ერთდროულად ორი ფეხბურთელი შეიძინოს

გალათასარაიმ შესაძლოა პსჟ-ს ერთდროულად ორი ფეხბურთელი შეიძინოს
თარიღი 13 მაი 2023, 11:38
Fanatik-ის ცნობით, "გალათასარაი" "პსჟ"-ს ორი ფეხბურთელის ერთდროულად შეძენას აპირებს.

წყაროს ცნობით, თურქული კლუბი არგენტინელი თავდამსხმელის მაურო იკარდისა და პორტუგალიელი ნახევარმცველი რენატო სანჩესით არის დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის 30 წლის იკარდი "გალათასარაიში" იჯარით თამაშობს. 

თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ფეხბურთელმა 20 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა. 

25 წლის სანჩესმა "პსჟ"-ს რიგებში 23 მატჩში ორი გოლი გაიტანა.