ავტორიზაცია

გალათასარაის ტოტენჰემის ნახევარმცველის შეძენა სურს

გალათასარაის ტოტენჰემის ნახევარმცველის შეძენა სურს
თარიღი 29 ივლ 2023, 12:13
"ტოტენჰემის" ნახევარმცველმა ტანგი ნდომბელემ შესაძლოა კარიერა თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. 

ნახევარმცველის ტრანსფერით სტამბული "გალათასარაი" ინტერესდება.

ინსაიდერის ერთან სიუზგუნის ინფორმაციით, თურქულმა კლუბმა ბრიტანელებს 26 წლის ნახევარმცველის ტრანსფერზე შეთავაზება გაუკეთა. 

"გალათასარაი" მზადაა ფრანგისთვის რვა მილიონი ევრო გადაიხადოს.

გასულ სეზონში ნდომბელე იჯარით იტალიურ "ნაპოლიში" თამაშობდა. 

ნახევარმცველმა "ნაპოლის" შემადგენლობაში 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.