ავტორიზაცია

GCFF ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა!

GCFF ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა!
თარიღი 10 აპრ 2024, 17:17
Youtube League-ს ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩი GCFF-მა წარმატებით ჩაატარა და Travel Team უშანსოდ, 4:0 დაამარცხა.

მატჩის MVP ირაკლი მაღლაკელიძე გახდა, რომელმაც GCFF-ის რიგებიდან მესამე გოლი გაიტანა.

ამ გამარჯვებით გუნდმა 7 ქულა დააგროვა და 7:1-ზე ბურთების შეფარდებით, ჯგუფიდან გასვლა პირველი ადგილით გაინაღდა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს GCFF 20 აპრილს, OCTOPUS-ის წინააღმდეგ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ GOAL.GE და SMH Sports GCFF-ის სპონსორია.