ავტორიზაცია

გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას გულშემატკივრებს მიმართა

გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას გულშემატკივრებს მიმართა
თარიღი 29 მარ 2024, 12:56
საქართველოს ეროვნული ნაკრების და "ვალენსიას" მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ესპანური კლუბის გულშემატკივრებს სოციალურ ქსელ X-ის საშუალებით მიმართა.

"მოგესალმებით გულშემატკივრებო. მიხარია, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე იასპარეზებს და მინდა, რომ ეს მიღწევა თქვენც გაგიზიაროთ. შევხვდებით შაბათს, მესტალიაზე მალიორკასთან მატჩში" - გიორგი მამარდაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში (4:2) დაამარცხა და ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა.