ავტორიზაცია

იკარდის შემდეგ კიდევ ერთი არგენტინელი - პარედესი გალათასარაის უახლოვდება

იკარდის შემდეგ კიდევ ერთი არგენტინელი - პარედესი გალათასარაის უახლოვდება
თარიღი 10 ივლ 2023, 11:42
"პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველი ლეანდრო პარედესი თურქეთში გადასვლასთან ახლოსაა.

არგენტინელით "გალათასარაის" დაინტერესების შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. 

ინსაიდერ ნიკოლო შირას განახლებული ინფორმაციით, კლუბებს შორის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნახევარმცველის ტრანსფერის პირობებზე. თავად ფეხბურთელი მზადაა თურქულ გრანდთან 2027 წლამდე გააფორმოს კონტრაქტი.

ლეანდრო პარედესს მოქმედი კონტრაქტი "პარი სენ-ჟერმენთან" მომავალ წელს ეწურება.