ავტორიზაცია

ინტერესი პრემიერ ლიგის და ლა ლიგის კლუბებიდან - მიქაუტაძეს მსურველები გამოუჩნდნენ

ინტერესი პრემიერ ლიგის და ლა ლიგის კლუბებიდან - მიქაუტაძეს მსურველები გამოუჩნდნენ
თარიღი 22 აპრ 2024, 17:29
წარმატებული მატჩების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფოვარდის ჟორჟ მიქაუტაძის შეძენით პრემიერ ლიგის და ლა ლიგის კლუბები ინტერესდებიან.

უცხოური გამოცემები წერენ, რომ მიქაუტაძეს პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ფულჰემი და ლა ლიგაში მოთამაშე ბეტისი იწვევენ.

მოგეხსენებათ, მიქაუტაძე აიაქსის ფეხბურთელია და იჯარით მეცში თამაშობს. მას ამსტერდამულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს.

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე უკვე 10 გოლია. მან თავი გასულ ტურშიც გამოიჩინა და მეცს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი მოაგებინა.