ავტორიზაცია

ინტერი ინძაგის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

ინტერი ინძაგის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
თარიღი 09 მაი 2024, 20:20
"ინტერის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, გუნდის მთავარ მწვრთნელს, სიმონე ინძაგის კონტრაქტის ორი წლით გახანგრძლივება შესთავაზოს, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport იუწყება.

წყაროს ცნობით, მილანური კლუბი ასევე მზადაა ინძაგის ხელფასი 4,5-5 მილიონი ევროდან 6 მილიონ ევრომდე გაუზარდოს.

შეგახსენებთ, რომ ინძაგის მოქმედი კონტრაქტი "ინტერთან" 2025 წლის ზაფხულში ეწურება.