ავტორიზაცია

ინტერი ინძაგისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს

ინტერი ინძაგისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს
თარიღი 29 მარ 2024, 11:40
მილანის "ინტერი" კმაყოფილია გუნდის მთავარი მწვრთნელის სიმონე ინძაგის მუშაობით და მასთან ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს. 

როგორც Gazzetta dello Sport იუწყება, იტალიური ტოპ-კლუბის ხელმძღვანელები მზად არიან სპეციალისტთან თანამშრომლობა 2027 წლის ზაფხულამდე გააგრძელონ. 

მხარეებს შორის არსებული კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.