ავტორიზაცია

ის, რაც არასდროს არავის გაუკეთებია - დე ბრუინი ისტორიაში შევიდა

ის, რაც არასდროს არავის გაუკეთებია - დე ბრუინი ისტორიაში შევიდა
თარიღი 29 აპრ 2024, 16:59
პრემეირ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტი" "ნოტინგემს" დაუპირისპირდა და მარტივად, 2:0 დაამარცხა.

მატჩის გამორჩეული ფეხბურთელი კევინ დე ბრუინი იყო, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

დე ბრუინი პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ შეხვედრაში 2 ან მეტი საგოლე პასი 18 მატჩში გააკეთა.

მსგავსი შედეგი ჯერ არავის არ ჰქონია. მიმდინარე სეზონში დე ბრუინის ანგარიშზე 14 მატჩში 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.