ავტორიზაცია

,,ის საუკეთსო 1000 მცველშიც არ შედის" - მოურინიო

,,ის საუკეთსო 1000 მცველშიც არ შედის" - მოურინიო
თარიღი 15 მარ 2024, 20:11
პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ ჯეიმი კარაგერზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ძალიან ბევრს ლაპარაკობს.

,,ნეტფლიქსის" მიერ შექმნილ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ჟოზე მოურინიოს უკავშირდება, ერთმა მონაკვეთმა გაჟონა, სადაც პორტუგალიელი ჯეიმი კარაგერზე საუბრობს: ,,ჯეიმი კარაგერი ძალიან ბევრს ლაპარაკობს, იმის კვალობაზე რომ ის საუკეთესო 1000 მცველს შორისაც კი არ შედის. როგორ შეიძლება ვინმე საუბრობდეს იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოიგო პრემიერ ლიგა, როდესაც მას ერთხელაც არ აქვს ეს გაკეთებული". — განაცხადა ჟოზემ.

ამერიკულმა კომპანიამ, ნეტფლიქსმა ჟოზე მოურინიოზე დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყო, რომლის პრემიერაც 2025 წელს შედგება.