ავტორიზაცია

ისტორია დაიწერა! - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

ისტორია დაიწერა! - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა
თარიღი 26 მარ 2024, 23:48
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველომ საბერძნეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა.

მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0-0 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4-2 დაამარცხა და ისტორია დაწერა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში იასპარეზებს, სადაც თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებებს შეხვდება.