ისტორიაში პირველად - ლაიფციგი სუპერთასის გამარჯვებულია!
გერმანიის სუპერთასზე ერთმანეთს "ლაიფციგი" და მიუნხენის "ბაიერნი" დაუპირისპირდნენ. მატჩი სენსაციურად დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში "ლაიფციგმა" მესამე წუთზევე გახსნა, როცა თავი ესპანელმა დანი ოლმომ გამოიჩინა.
ტაიმის მიწურულს ოლმომ დუბლი გაიფორმა და მის გუნდს კომფორტული უპირატესობა შეუქმნა.
68-ე წუთზე ესპანელმა შემტევმა საერთოდ ჰეთ-თრიკი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:3.
აღსანიშნავია, რომ "ლაიფციგმა" ეს ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვა.