ავტორიზაცია

"იყო თუ არა დასანიშნი პენალტი ბარსელონას კარში?" - პიკემ ეპიზოდი შეაფასა

"იყო თუ არა დასანიშნი პენალტი ბარსელონას კარში?" - პიკემ ეპიზოდი შეაფასა
თარიღი 22 აპრ 2024, 16:40
ლა ლიგის გასულ ტურში ბარსელონა სტუმრად მადრიდის რეალს დაუპირისპირდა და 3:2 დამარცხდა.

პირველი გოლის დროს, ლუკას ვასკესმა პენალტი მოიპოვა, თუმცა ნაწილი თვლის, რომ მსაჯს პენალტი არ უნდა დაედო.

ეპიზოდი კატალონიელთა ყოფილმა ფეხბურთელმა ხერარდ პიკემ შეაფასა.

"ვფიქრობ, პენალტი დასანიშნი არ იყო, რადგან იმ ეპიზოდში ლუკას ვასკესი პენალტზე წავიდა და ვარდნა ადრე დაიწყო.

კარგად დააკვირდით და ნახავთ, რომ ვასკესი მცველის ფეხისკენ შეგნებულად მიდის, რათა წამოედოს და წაიქცეს", - განაცხადა პიკემ.