ავტორიზაცია

ჯენოამ გუდმუნდსონის სატრანსფერო ფასი დაასახელა

ჯენოამ გუდმუნდსონის სატრანსფერო ფასი დაასახელა
თარიღი 27 აპრ 2024, 12:03
იტალიურმა "ჯენოამ" ალბერტ გუდმუნდსონის სატრანსფერო ფასი დაასახელა. 

ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, ალბერტო ჯილარდინოს გუნდი მზადაა ისლანდიელ თავდამსხმელი 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდოს. 

წყაროს ცნობით, გუდმუნდსონის მთავარი პრეტენდენტი ამჟამად მილანის "ინტერი", ტურინის "იუვენტუსი" და ლონდონის "ტოტენჰემია". 

იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში ისლანდიელმა 13 გოლი გაიტანა.