ავტორიზაცია

კარგი ამბავი ავსტრიიდან - ოთარ კიტეიშვილმა ვარჯიში განაახლა

კარგი ამბავი ავსტრიიდან - ოთარ კიტეიშვილმა ვარჯიში განაახლა
თარიღი 10 Nov 2021, 01:42

გრაცის შტურმის ქართველი ნახევარმცველის ოთარ კიტეიშვილის სარებილიტაციო პროცესი კარგად მიმდინარეობს.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, 25 წლის ნახევარმცველმა ყავარჯნები მოიშორა და ვარჯიში განაახლა, თუმცა მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში, ესეც წინგადადგმული ნაბიჯია და როგორც ვარაუდობენ, მოთამაშე მოედანზე  2022 წლის იანვარში უნდა დაბრუნდეს.

ოთარ კიტეიშვილმა მყესის მძიმე ტრავმა სექტემბერში, პსვ-სთან შეხვედრაში მიიღო, რის გამოც ოპერაციის ჩატარებაც მოუწერია.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში შტურმის მაისურით 14-ჯერ ითამაშა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.