ავტორიზაცია

კარგი ამბავი ავსტრიიდან - ოთო კიტეიშვილი საქმეში ბრუნდება

კარგი ამბავი ავსტრიიდან - ოთო კიტეიშვილი საქმეში ბრუნდება
თარიღი 02 Mar 2022, 16:25

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა.

ამის შესახებ ადგილობრივი LAOLA იუწყება და წერენ, რომ 25 წლის ნახევარმცველმა ინდივიდუალურად მინდორზე ვარჯიში დაიწყო, გუნდთან ერთად მზადებას კი მალე დაიწყებს, რათა საჩემპიონო ფლეი-ოპში შტურმს დაეხმაროს.

ავსტრიის ჩემპიონატში რეგულარული სეზონი 6 მარტს სრულდება, ამის შემდეგ კი პლეი-ოფი დაიწყება.

ოთარ კიტეიშვილმა ბოლო მატჩი სექტემბრის მიწურულს ევროპა ლიგაზე ჩაატარა, სადაც მძიმე ტრავმა პსვ-სთან მონაწილეობისას მიიღო ქუსლზე.