ავტორიზაცია

"კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი, როცა დამირეკეს...", - ბუდუ ზივზივაძის საინტერესო ისტორია

"კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი, როცა დამირეკეს...", - ბუდუ ზივზივაძის საინტერესო ისტორია
თარიღი 25 აპრ 2024, 16:29
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე La Gazzetta Dello Sport Georgia-სთან ინტერვიუში საინტერესო ისტორიას ყვება.

"სამტრედიაში გატარებული პერიოდი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან სამტრედია რომ არა, დღეს სადაც ვარ, იქ არ ვიქნებოდი. უკლუბოდ ვიყავი.

ჩემით არავინ ინტერესდებოდა და კარიერის დასრულებაზეც ვფიქრობდი, თუმცა სამტრედიიდან დამირეკეს და გუნდში მისვლა შემომთავაზეც, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი. ჩემი კარიერის აღმასვლა ამ გუნდს უკავშირდება და მთელი ცხოვრება სამტრედიის მადლიერი ვიქნები.

ერთადერთი ჩემპიონობაც სამტრედიასთან ერთად მოვიპოვე და ეს ტიტული ჩემს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზივზივაძემ.