ავტორიზაცია

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს!

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს!
თარიღი 09 აპრ 2024, 17:25
ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივრებმა "ნაპოლის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს.

ამის შესახებ ნეაპოლური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.



23 წლის გარემარბმა მარტის თვეში "ნაპოლის" მაისურით 3 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარამ 28 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 10 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.