ავტორიზაცია

კრისტალ პალასმა მთავარი მწვრთნელი 100 მილიონ ევროდ შეაფასა

კრისტალ პალასმა მთავარი მწვრთნელი 100 მილიონ ევროდ შეაფასა
თარიღი 13 მაი 2024, 17:25
მიუნხენის ბაიერნი მთავარი მწვრთნელი ძიებაშია და ერთ-ერთ ვარიანტად კრისტალ პალასის თავკაცს, ოლივერ გლასნერს განიხილავს.

Bild-ის ინფორმაციით, ბაიერნმა ინგლისურ კლუბს 49 წლის ავსტრიელი სპეციალისტის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა, კრისტალ პალასმა 100 მილიონი მოითხოვა.

ოლივერ გლასნერი კრისტალ პალასის მთავარ მწვრთნელად 2024 წლის 20 თებერვალს დაინიშნა და მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება.