ავტორიზაცია

"კვარაცხელია სიტიში? - გვარდიოლას გუნდს დააკვდება", - ქინქლაძის შეფასება

"კვარაცხელია სიტიში? - გვარდიოლას გუნდს დააკვდება", - ქინქლაძის შეფასება
თარიღი 27 აპრ 2024, 21:14
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე LaGazzetta Dello Sport Georgia-სთან აცხადებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია მანჩესტერ სიტისთვის იდეალური იქნებოდა.

მოგეხსენებათ, აქტიურად იწერება, რომ ბარსელონასთან ერთად, კვარაცხელიას მიმართ ინტერესს მანჩესტერ სიტიც იჩენს.

"კვარაცხელია მანჩესტერ სიტიში? - ამ გუნდს დააკვდება. გვარდიოლასთან ამ გუნდში ძალიან მაგრად ითამაშებს. მას ამის ყველანაირი მონაცემები აქვს.

გვარდიოლას კი საინტერესო თვისება აქვს - თავის ყველა ფეხბურთს ბოლომდე წურავს და ცდილობს მათგან მაქსიმუმი მოიპოვოს", - ამბობს ქინქლაძე.

იხილეთ სრული ინტერვიუ