ავტორიზაცია

კვარაცხელიას მამამ დაასახელა 2 მიზეზი, რის გამოც ხვიჩამ იუვენტსს ნაპოლი არჩია

კვარაცხელიას მამამ დაასახელა 2 მიზეზი, რის გამოც ხვიჩამ იუვენტსს ნაპოლი არჩია
თარიღი 19 აპრ 2024, 18:05
ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ნაპოლის გარდა, მისი შვილის შეძენით სხვა გუნდებიც ინტერესდებოდნენ.

მათ შორის იყო იუვენტუსიც, თუმცა კვარამ ტურინულ გრანდს ნაპოლი არჩია და ამის 2 მიზეზი იყო.

"როცა ხვიჩა რუსეთში თამაშობდა, მისი შეძენთ ნაპოლის გარდა სხვა იტალიური კლუბებიც ინტერესდებოდნენ. მაგალითად, ინტერი, იუვენტუსი, რომა და სამპდორია.

ნაპოლიში გადასვლა რამდენიმე მიზეზის გამო ვარჩიეთ. იუვენტუსი კარგი ვარიანტი იყო, მაგრამ ჩვენი მიზანი სათამაშო პრაქტიკა იყო. მაშინ კი იუვენტუსში დი მარია თამაშობდა.

ამასთანავე, დიდი ხანია დიეგო მარადონას დიდი გულშემატკივარი ვარ და ძალიან მინდოდა, დიდი დიეგოს შემდეგ, ნეაპოლში ჩემი შვილის სახელი ეყვირათ. ამ ფაქტორებმა ნაპოლის არჩევაზე დიდი გავლენა იქონიეს", - განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.