ავტორიზაცია

ლაიფციგი მზადაა ოპენდა 100 მილიომ ევროდ გაყიდოს

ლაიფციგი მზადაა ოპენდა 100 მილიომ ევროდ გაყიდოს
თარიღი 09 აპრ 2024, 21:25
"ლაიფციგის" თავდამსხმელი ლუის ოპენდა მრავალი ტოპ კლუბის რადარშია. 

Bild-ის ცნობით, კლუბმა 24 წლის ბელგიელ ცორვარდს ფასი დაადო - 100 მილიონი ევრო. 

ამასთან, აღნიშნულია, რომ ფეხბურთელის კონტრაქტში 80 მილიონი ევროს გამოსყიდვის ვარიანტია. თუმცა, ეს ვარიანტი არ შევა ძალაში ამ ზაფხულს, არამედ მომავალ ზაფხულს – 2025 წელს. 

2023/2024 წლების სეზონში ლუის ოპენდამ "ლაიფციგის" შემადგენლობაში 39 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 25 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.