ლაიფციგმა ოპენდას თაობაზე მეოთხე შეთავაზება გააკეთა
გერმანული "ლაიფციგი" განაგრძობს კრისტოფერ ნკუნკას შემცვლელი თავდამსხმელის ძიებას, რომელიც ლონდონის "ჩელსიში" გადავიდა.
ჟურნალისტი სანტი აუნას თქმით, გერმანულმა კლუბმა უკვე მეოთხე სატრანსფერო შეთავაზება გააკეთა "ლანსის" თავდამსხმელის ლუი ოპენდას თაობაზე.
წყაროს ცნობით, "ლაიფციგის" შეთავაზებამ 43 მილიონ ევროს მიაღწია. შესაძლოა "ლანსმა" ბონუსების სახით გარკვეული თანხაც მიიღოს, თუმცა ზუსტი არ სახელდება.
შეგახსენებთ, რომ ოპენდამ საფრანგეთის ჩემპიონატში "ლანსის" შემადგენლობაში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა და 38 მატჩში 21 გოლი გაიტანა.