ავტორიზაცია

ლევანდოვსკიმ საუდის არაბეთიდან მიღებული დიდი შეთავაზება უარყო

ლევანდოვსკიმ საუდის არაბეთიდან მიღებული დიდი შეთავაზება უარყო
თარიღი 01 მაი 2024, 11:54
კატალონიური "ბარსელონას" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ უარი თქვა საუდის არაბეთის ძალიან მომგებიან შეთავაზებაზე. ამის შესახებ Mundo Deportivo იუწყება. 

ლევანდოვსკის "ბარსელონასთან" კონტრაქტის დასრულებამდე კიდევ ერთი წელი აქვს დარჩენილი და ფეხბურთელი აპირებს მის ბოლომდე კლუბში დარჩენას. 

ამასთან, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ არ გამორიცხავს, ​​რომ პოლონელმა ზაფხულში გუნდი დატოვოს. 

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ 16 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.