ავტორიზაცია

ლევერკუზენის ბაიერს ჟირონას ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება

ლევერკუზენის ბაიერს ჟირონას ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 07 მაი 2024, 13:00
ლევერკუზენის "ბაიერმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დაგეგმვა დაიწყო. 

ინსაიდერი ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გერმანიის ჩემპიონის ყურადღების ცენტრში ნახევარმცველი ალეს გარსია, რომელიც "ჟირონას" ეკუთვნის. 

ჟურნალისტის თქმით, "ფარმაცევტებმა" ფეხბურთელის თაობაზე შეთავაზება გააკეთეს. გერმანულ მხარეს "ჟირონასთვის" კონკრეტული პასუხი არ გაუცია. 

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გარსიამ 33  მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.