ავტორიზაცია

ლივერპულს ამორიმთან შეთანხმებას არ მიუღწევია

ლივერპულს ამორიმთან შეთანხმებას არ მიუღწევია
თარიღი 09 აპრ 2024, 17:15
ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლივერპულმა" რუბენ ამორიმთან შეთანხმებას უკვე მიაღწია. 

თუმცა, The Athletic-ის ჟურნალისტი ჯეიმს პირსი ამ ინფორმაციას უარყოფს. 

პირსის ინფორმაციით, "ლივერპული" ამორიმის კანდიდატურას განიხილავს, მაგრამ პორტუგალიელის თაობაზე ჯერ შეთავაზება არ გაუკეთებია და არც სიტყვიერი შეთანხმებისთვის მიუღწევია. 

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, "ლივერპული" ამ ეტაპზე მწვრთნელის პოსტზე არაერთი კანდიდატის განხილვას აგრძელებს.