ავტორიზაცია

ლუის ენრიკე: "გამარჯვებას ჩვენ ვიმსახურებდით - ხანდახან ფეხბურთი უსამართლოა"

ლუის ენრიკე: "გამარჯვებას ჩვენ ვიმსახურებდით - ხანდახან ფეხბურთი უსამართლოა"
თარიღი 08 მაი 2024, 11:23
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში დორტმუნდთან განცდილი მარცხის შემდეგ, პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა.

"გამარჯვებას ჩვენ ვიმსახურებდით, რადგან კარის მიმართულებით 31-ჯერ დავარტყით და 4-ჯერ ბურთი ძელს მოხვდა - ხანდახან ფეხბურთი ასეთი უსამართლოა."

"მინდა დორტმუნდს გამარჯვება და ფინალში გასვლა მივულოცო. მათ საოცარი გუნდი ჰყავთ და იმედი მაქვს, რომ ფინალის მოგებასაც მოახერხებენ" - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.