ავტორიზაცია

მადრიდის რეალი ფეხბურთელებს პრემიებს დაჰპირდა

მადრიდის რეალი ფეხბურთელებს პრემიებს დაჰპირდა
თარიღი 08 მაი 2024, 14:41
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები პრემიას მიმდინარე სეზონის ბოლოს მიიღებენ, მაგრამ ეს ერთი პირობის შესრულების შემთხვევაში მოხდება. 

Marca-ს ცნობით, "ბლანკოსის" ხელმძღვანელობა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში გუნდის თითოეულ მოთამაშეს 1,4 მილიონ ევროს გადაუხდის. 

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის გუნდი ტურნირის ნახევარფინალში უკვე გავიდა, სადაც პირველ გასვლით მატჩში მიუნხენის "ბაიერნი" ვერ დაამარცხა (2:2). 

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩი მადრიდის "რეალსა" და "ბაიერნს" შორის დღეს, 8 მაისს გაიმართება.