ავტორიზაცია

მადრიდის რეალთან ლუნინთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს?

მადრიდის რეალთან ლუნინთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს?
თარიღი 09 აპრ 2024, 11:51
უკრაინელი მეკარე ანდრეი ლუნინი დიდი ალბათობით, მადრიდის "რეალთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს და გუნდში თამაშს გააგრძელებს. ამის შესახებ The Athletic-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, უკრაინელ მეკარესა და "ბლანკოსის" ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. 

კლუბის ხელმძღვანელები კმაყოფილი არიან ლუნინის თამაშით და მზად არიან მასთან ხელშეკრულება გაახანგრძლივონ. 

მიმდინარე სეზონში ლუნინმა 23 მატჩი ჩაატარა  და 19 გოლი გაუშვა. მისი მოქმედი კონტრაქტი "სამეფო კლუბთან" 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.