ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა რაშფორდის სატრანსფერო ფასი დაასახელა

მანჩესტერ იუნაიტედმა რაშფორდის სატრანსფერო ფასი დაასახელა
თარიღი 30 აპრ 2024, 20:42
მანჩესტერ "იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში მარკუს რაშფორდის გაყიდვას არ ელოდება.

ამავდროულად, "წითელი ეშმაკები" მზად არიან რაშფორდზე შეთავაზებები განიხილონ. 

ESPN-ის ცნობით,  "იუნაიტედს" თავდამსხმელის მინიმუმ 70 მილიონ ფუნტად (დაახლოებით 82 მილიონი ევრო) გაყიდვა სურს. 

2023/2024 წლების სეზონში მარკუს რაშფორდმა 40 მატჩი ჩაატარა, რომელშიც რვა გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.