მარტივად ვერ გადარჩა - ოთარ კიტეიშვილის დიაგნოზი ცნობილია
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი კოსოვოსთან მატჩში გამიზეზებული კუნთის სპაზმით გამოწვეული ტკივილების გამო რამდენიმე კვირით იუქმებს.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, 25 წლის ნახევარმცველს 3-4 კვირით მოუწევს დასვენება, რაც მომენტალურად გამორიცხავს ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაკოს წინააღმდეგ თამაშს. ფეხბურთელმა შესაძლოა გამოტოვოს 30 სექტემბერს პსვ-ს წინააღმდეგ თამაშიც.
ოთარ კიტეიშვილმა უკანა კუნთის სპაზმი თავდაპირველად ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩში მურას(2-0) წინააღმდეგ მიიღო, რის გამოც ნაადრევი ცვლილებაც ითხოვა. ამის მიუხედავად, ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში ჩამოვიდა და კოსოვოსთან მე-10 წუთზე იძულებითი ცვლილება საჭირო გახდა.
საქართველოს ნაკრები ოქტომბერში 2 მატჩს გამართავს. 9 ოქტომბერს ბათუმში, საბერძნეთის წინააღმდეგ და 12 ოქტომბერს კოსოვოს წინააღმდეგ.